ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარია ზახაროვა აცხადებს, რომ აშშ-მა რუსეთთან საელჩოების მუშაობის ნორმალიზების საკითხებზე დაგეგმილი კონსულტაციები გააუქმა

მარია ზახაროვა აცხადებს, რომ აშშ-მა რუსეთთან საელჩოების მუშაობის ნორმალიზების საკითხებზე დაგეგმილი კონსულტაციები გააუქმა

აშშ-მა რუსეთთან საელჩოების მუშაობის ნორმალიზების საკითხებზე დაგეგმილი კონსულტაციები გააუქმა , - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
მარია ზახაროვას განცხადებით, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის დაგეგმილი შეხვედრა ამერიკული მხარის ინიციატივით გაუქმდა.
„დღევანდელი მდგომარეობით, მორიგი შეხვედრა, რომელიც ორი ქვეყნის დიპლომატიური მისიების მუშაობის ნორმალიზების მიზნით „გამაღიზიანებელი ფაქტორების“ აღმოფხვრის შესახებ ორმხრივი კონსულტაციების ფარგლებში იგეგმებოდა, ამერიკელი მომლაპარაკებლების ინიციატივით გაუქმდა“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა იმედი გამოთქვა, რომ ამერიკული მხარის მიერ „დაწესებული პაუზა დიდხანს არ გაგრძელდება“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.