ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარიამ წიკლაური: ათას პარტიულ პლატფორმებზე "მოღვაწე" ადამიანებს არ დაახარჯავთ ფულს მაამებლობასა და ლანძღვაში, იმდენი რამეა საყიდელიც, დასაბეჭდიც, მისახედიც ბოლომდე დაგახარჯინებდით მაგ ფულს, უკვე ტვირთადაც რომ გაწევთ...

"დამთავრდა იოანე ზოსიმეს დღე. მილიონ ფუნტად გაყიდულა ის ხელნაწერი! Ახლა გავიგე, ბიძინა ივანიშვილს შეუსყიდია. Დღეს ვნახე კიდევ აქ. სხვა სტატუსები, როგორი მოსავლელია ხელნაწერთა ინსტიტუტიო, ზოგი რას წერდა, ზოგი რას, ამიტომ ისევ ვტოვებ ამ სტატუსს...
და რამდენი მილიონია კარგ საქმეებში დასახარჯი კიდევ, არ დაგწყდეთ გული, ვისაც ყიდვა დაგასწრეს, "დასახარჯი კიდევ ბევრია":)))
აი, ადამიანებს თუ არ ურტყამთ და დაბეთქავთ სადარბაზოებთან, უნივერსიტეტებთან და საერთოდაც არსად დაბეთქავთ, ხო კაი! აი მაგ ტიტუშკებს და ზედაც ტროლებს, ბოტებს და ათას პარტიულ პლატფორმებზე "მოღვაწე" ადამიანებს არ დაახარჯავთ ფულს მაამებლობასა და ლანძღვაში, იმდენი რამეა საყიდელიც, დასაბეჭდიც, მისახედიც ბოლომდე დაგახარჯინებდით მაგ ფულს, უკვე ტვირთადაც რომ გაწევთ...
Მადლობაც უნდა ვთქვათ კონკრეტულად ამ დღისთვის. Და ვფიცავ, დილას ვიგუმანე, საღამოს რომ ეს მოხდებოდა, თუმცა რატომაც. ვიგუმანე, ამაზე აქ არ დავწერ.
Თევზების ინტუიცია მაინც სხვაა:)))))))))
ისე როგორი ამბავია, ჰო? ქართული ენის ფუნქციის და ზედაც მეორედ მოსვლის საიდუმლო ახსნა ამ ბერმა და ვფიცავ მაგას ვერც იგუმანებდა, რა მოხდებოდა ამ ხელნაწერის თავს ჩყპყ2024 წლის 11 ივნისს. შეუცნობელია უფლის გზანი.
ასე დაგბრუნებოდეს ჩემო საქართველოვ აფხაზეთი, სამაჩაბლო, ზედაც საინგილო და ყოველი დასაბრუნებელი, ამინ!" - წერს სოციალურ ქსელში მწერალი მარიამ წიკლაური.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.