მარიამ ქვრივიშვილი – ქუთაისის ცენტრამდე რეგულარული შატლების დანიშვნა დადებითად აისახება იმერეთის ტურიზმის ინდუსტრიის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე

2024 წლის აპრილიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს 3 უახლესი SHUTTLE BUS მოემსახურება. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, იმერეთის მხარის ტურისტული სექტორის თხოვნის შედეგად, აღნიშნულ სერვისს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს.
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ყველაზე სწრაფად მზარდი აეროპორტია ჩვენს ქვეყანაში. გაზრდილ მგზავრთნაკადსა და პირდაპირ საჰაერო მიმოსვლებთან ერთად, მნიშვნელოვანია, ქუთაისსა და სრულიად იმერეთში ტურისტული ვიზიტების და ღამისთევების რაოდენობა გაიზარდოს,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, რეგულარული შატლ-სერვისების დანიშვნა ქუთაისის აეროპორტსა და ქალაქის ცენტრს შორის მნიშვნელოვანი სიახლეა იმერეთის ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული მცირე და საშუალო მეწარმებისთვის, რომელთაც ექნებათ მეტი შესაძლებლობა და წვდომა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ საერთაშორისო მოგზაურებთან.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიახლე დადებითად აისახება იმერეთის ტურიზმის ინდუსტრიის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე,“ – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
სამინისტროს ცნობითვე, ავტობუსების განრიგი ფრენების განრიგზე მაქსიმალურად იქნება მორგებული. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებმა შესაბამის მომსახურების შეძენაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ