ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა

ქართული ოცნების ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დელეგაციასთან ერთად ჩინეთში გაემგზავრა.
პრესსამსახურის ცნობით, მარიამ ქვრივიშვილი "მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებთან და მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებთან".
"ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მარიამ ქვრივიშვილის შეხვედრები ჩინეთის კომერციის მინისტრთან ვანგ ვენთაოსთან და ეროვნული რეფორმებისა და განვითარების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ჭოუ ჰაიბინთან. ასევე დაგეგმილია საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ცვლილების ოქმის ხელმოწერა.
მარიამ ქვრივიშვილთან ერთად პეკინში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ მინისტრის მოადგილეები - გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი. დელეგაციაში ასევე არიან ეკონომისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი გიორგი ტატიშვილი და სააგენტოს აწარმოე საქართველოში ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.