არქივი3 სექტემბერი, 2025, 00:22
მარიამ სიჭინავა: არავინ მოგატყუოთ, ჩემო ზუგდიდელებო. როდესაც აქციის მონაწილეთა უმეტესობა 9 აპრილის მემორიალთან ღამეს ათევდა, „ლელოს“ პარტიიდან არავის მოუკითხავს ისინი
პარტია დროას წევრი, მარიამ სიჭინავა:
მართლა ძალიან დავიღალე.
ყველაფრით - მორალურად, ფიზიკურად და ფინანსურად. აქტივისტების უმეტესობა ვართ გასაჭირში. ყოველდღიურად გაუგონარი სიტყვებით გვლანძღავენ პოლიციელები, გვაკავებენ უკანონოდ, გვიწყობენ ფინანსურ ტერორს, გვისწორდებიან ფიზიკურად.
და ამ ფონზე, ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც ჯერ საკუთარი ამომრჩეველი მოატყუა ვიდეოთი, თითქოს 200 დღეზე მეტი ბოიკოტში იყო, ახლა კი გადაწყვიტა, რომ ბრძოლის ერთადერთი სწორი გზა მაჟორიტარად კენჭისყრაა, წერს ასეთი დისონანსურ პოსტს, თითქოს პარტიული კამპანია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დღეს განვითარებული მოვლენები.
არავინ მოგატყუოთ, ჩემო ზუგდიდელებო. მხოლოდ ეს მაგალითია საკმარისი, ყველაფრის აღსაქმელად:
როდესაც აქციის მონაწილეთა უმეტესობა 9 აპრილის მემორიალთან ღამეს ათევდა, „ლელოს“ პარტიიდან არავის მოუკითხავს ისინი.
დილით, როცა ღამენათევი ხალხი პოლიციამ კილომეტრიან გზაზე გვათრია და ერთ-ერთ მონაწილეს სასწრაფო დასჭირდა, მაშინ გამოჩნდნენ „ლელოს“ წარმომადგენლები. ყვავილებით, სალონებიდან გამოსულები, მაკიაჟით, დაბანილ-დავარცხნილები, გამოძინებულები და გადაწყვიტეს პირდაპირ ეთერში ეთქვათ, როგორი მძიმე დღე იყო ზუგდიდისთვის. ჩვენი მდგონარეობის სიმძიმე ეკრანზე დეკორაციად აქციეს.
მართლა არ ვაპირებდი, თავს ვიკავებდი, პოლიტკორექტულობას ვინარჩუნებდი, მაგრამ ხალხის დაცინვას არ შეგარჩენთ.

არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.