მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სცენის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაზე „გახარია-საქართველოსთვის“ წევრ ტატა ხვედელიანს უპასუხა. ლაშხმა ხვედელიანს მიუთითა, რომ თუ ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასების გაკეთება სურდა, მას ამის შესაძლებლობა თეატრალური უნივერსიტეტის რექტორის გამოსვლის დროს ჰქონდა.
„ტატა შეგახსენებთ, თეატრალური უნივერსიტეტის რექტორის გამოსვლისას თქვენ გქონდათ შესაძლებლობა, თუ რაიმე პოლიტიკური კომენტარი გინდოდათ ამ თემასთან დაკავშირებით, შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდევაც რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო. რაც შეეხება იმას, რომ ეს არის მანიპულაცია- არავის გამოუყენებია ინდულგენციად და დღესაც რომ შეხედოთ, ქართული თეატრი და ზოგადად, სახელოვნებო მიმართულება სრულიად დაცლილია რაიმე ტიპის ცენზურისგან. როდესაც ადამიანი სამართლებრივ ნორმას სცდება, ის არის ოსკარის ლაურეატი თუ თუნდაც, საფრანგეთის კულტურის სახე, მან სამართლებრივად პასუხი უნდა აგოს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ აქ, მსგავსი ტიპის განცხადებების ადგილი არ არის- პირიქით, თუ რაიმე მიღწევა გვაქვს, ზუსტად ის არის, რომ დღეს ნებისმიერი ინსტიტუცია დაცლილია მანიპულაციებისგან“- მიმართა მარიამ ლაშხმა ხვედელიანს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა