მარიამ ლაშხი: მე მინდა, მადლობა მოვახსენო ბატონ ორბანს ყველა იმ საქმისთვის, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის…

“არ ვიცი, უნგრელებს ჰკითხეთ [გაიმარჯვა თუ არა უნგრეთში “დიფ სთეითმა”]… მე მინდა, მადლობა მოვახსენო ბატონ ორბანს ყველა იმ საქმისთვის, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის კი არა, ქართველი ხალხისთვისაა გაკეთებული და ასევე, იმ განცხადებებით, რომელიც გააკეთა ახლადარჩეულმა, იმედიანად გვტოვებს, რომ იგივე გაგრძელდება”  ამბობს დეპუტატი მარიამ ლაშხი უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საუბრისას
🔻 გუშინ პიტერ მადიარმა თქვა: “რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ კარგ ურთიერთობას საქართველოსთან. ხაზი მინდა გავუსვა – ის, რომ ვიქტორ ორბანს კარგი ურთიერთობა ჰქონდა რომელიმე სახელმწიფოსთან ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამას გავაფუჭებთ. […] ძალიან მოხარული ვიქნები, რომ გეწვიოთ თბილისში და ვიმუშაო ქართულ მხარესთან. თუმცა, ჩვენ არ ჩავერევით სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში. არ ვაპირებ, რომ გავლენა მოვახდინო თქვენი ქვეყნის არჩევნებზე”

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი ორბანის მარცხზე: ეს არის გზავნილი თბილისისთვის, ბრატისლავასთვის და ძალაუფლების და მანიპულაციის მოყვარული პოლიტიკოსებისთვის, ვისაც ჰგონია რომ, ისინი დაუმარცხებელი არიან… დრო მოვა…

ქეთევან ენუქიძე: აუტისტური სპექტრის ადამიანებისთვის თუ სიკეთე გინდათ, სიტყვას კი არ უნდა სდიოთ, სახელმწიფოს უნდა მოსთხოვოთ გამართული პროგრამები და 18 წლის ასაკის შემდეგ ამ ადამიანების დასაქმების და შემდგომი განვითარების პერსპექტივა