მარიამ ლაშხი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის წევრს, სტივენ გეთინს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მარიამ ლაშხი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის წევრს, სტივენ გეთინს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული თანამშრომლობა და საპარლამენტო დონეზე ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
„მარიამ ლაშხი სტუმარს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციაზე, ამ კუთხით გატარებულ რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესზე ესაუბრა. მან გეოპოლიტიკურ ჭრილში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.
შეხვედრისას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე და საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებულ სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრეს.
მხარეებმა ასევე გეოპოლიტიკური ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები მიმოიხილეს.
საუბრის თემას ასევე ქვეყნის შიდაპოლიტიკური ვითარება, 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები და არსებული წინასაარჩევნო გარემო წარმოადგენდა,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს