ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარიამ ლაშხის მიმართვის საფუძველზე სასამართლოში ჟურნალისტი ვიკა ბუკიაც დაიბარეს

მარიამ ლაშხის მიმართვის საფუძველზე სასამართლოში ჟურნალისტი ვიკა ბუკიაც დაიბარეს

ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატის მარიამ ლაშხის მიმართვის საფუძველზე სასამართლოში TV პირველის ჟურნალისტი ვიკა ბუკიაც დაიბარეს.
ვიკა ბუკია სასამართლოში 15:00-ზეა დაბარებული.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ხვალ, 12 ივნისს სასამართლოში ნანუკა ჟორჟოლიანი დაიბარეს. მას ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატი მარიამ ლაშხი Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო უჩივის.
ასევე, ხვალ სასამართლოში დაბარებულია აქტივისტი ანა სუბელიანიც. ანა სუბელიანი სასამართლოში ნინო წილოსანზე დაწერილი Facebook-პოსტის გამოა დაბარებული.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.