მარიამ გრიგოლიშვილი: ახალგაზრდების პოლიტიკურ სივრცეში ჩართვა, მათთან ერთად გადაწყვეტილებების მიღება და მათი გამოწვევების მოსმენა გახლავთ უმთავრესი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ რეგიონული კონფერენციები დღეს ქალაქ ბათუმიდან დაიწყო. სტუდენტებთან შეხვედრას ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვარლამ ლიპარტელიანი და ბორდის წევრები ესწრებოდნენ, რომელთაგან ერთ-ერთი მარიამ გრიგოლიშვილია.
გრიგოლიშვილმა ქვეყნის განვითარების უმთავრეს პირობად ახალგაზრდების პოლიტიკურ სივრცეში ჩართვა და მათი გამოწვევების მოსმენა დაასახელა. „ეს გახლავთ სივრცე დიალოგისათვის, რადგანაც ჩვენ გვჯერა, რომ ახალგაზრდების პოლიტიკურ სივრცეში ჩართვა, მათთან ერთად გადაწყვეტილებების მიღება და მათ შორის, მათი გამოწვევების მოსმენა გახლავთ უმთავრესი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ ახალგაზრდებს, ყველას, ჩვენი წილი საქართველო გვიყვარს, ვართ ორიენტირებულები, რომ ჩვენი ქვეყნისთვის გარკვეული სიკეთე გავაკეთოთ, ეს პროექტიც, სწორედ, ამის გამოძახილია,“- განაცხადა მარიამ გრიგოლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ“, პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, რა შუაშია სააკაშვილი, ამხელა კამპანია ააგეს

მამუკა მდინარაძე – 4 ოქტომბერს საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე, საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები, ამ ინფორმაციიდან ნახევარი უტყუარად დადასტურდა და ამოვიღეთ კიდეც იმავე ღამეს

მამუკა მდინარაძე – 2022 წელს, როცა დანაშაული მოხდა, შეტყობინება არსად იყო დაფიქსირებული, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და რეაგირება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა, ინფორმაციის მიღებისთანავე მოხდა მყისიერი რეაგირება, მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს