მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.

საქართველოში გიორგობას ორჯერ, 6 მაისსა და 23 ნოემბერს აღნიშნავენ. ნოემბრის გიორგობას მართლმადიდებელ სამყაროში მხოლოდ საქართველოს ეკლესია აღნიშნავს, რადგან მიიჩნევს, რომ წმინდანის საგვემელ ბორბალზე წამება სისასტიკით ჯვარცმასაც არ ჩამოუვარდება.

წმინდა გიორგის მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა და მოგზაურთა მფარველად არის მიჩნეული.

წმინდა გიორგი კაპადოკიაში, III საუკუნის მეორე ნახევარში, დიდგვაროვნების ოჯახში დაიბადა. რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის დროს იგი მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ წმინდანი იმპერატორს განუდგა.

რომის იმპერატორმა მას ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ქრისტიანობისთვის ეწამა. სხვადასხვა სატანჯველს შორის, ის ბორბალზეც გააკრეს. 303 წელს წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …