„მართლა შთამბეჭდავია გამარჯვება“ - ბიძინა ივანიშვილი

20:00 საათზე ხმის მიცემის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისიდან სიტყვით მიმართა საზოგადოებას.
„მართლა შთამბეჭდავია გამარჯვება! გილოცავთ! გილოცავთ!“ - განაცხადა მან.
„საბოლოოდ გავსწორდით წელში, რომ იტყვიან. ეს არის რეალური შედეგი“, - განაცხადა ივაშვილმა.
სცენაზე მასთან ერთად ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე და სხვა ლიდერები არიან.
„იმედის“ დაკვეთით „გორბის“ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, კახა კალაძემ ხმების 77.4% მიიღო.
„როგორ შეიძლება 80% პარტიას მხარს უჭერდეს და 10 000-მა კაცმა გადატრიალება მოაწყოს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
„მადლობა ყველაფრისთვის ბიძინა ივანიშვილს. რაც გვაქვს დღეს, მშვიდობა, წინსვლა, განვითარება, ეს ყველაფერი არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მცირე ხნით ადრე ორბელიანის სასახლის - პრეზიდენტის ადმინისტრაციის - ეზოში დემონსტრანტები შეიჭრნენ, რის შემდეგაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა აქციის დაშლა დაიწყო წიწაკის სპრეის, ცრემლმდენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.