ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„მართლა მხოლოდ წიგნებში მაქვს წაკითხული ასეთი ღალატი და საკუთარი ხალხის გაწირვა" - ნანკა კალატოზიშვილი მთავრობაზე

ნანკა კალატოზიშვილი რუსული კანონის წინაანღმდეგ ხალხთან ერთად დღეებია იბრძვის.

რამდენიმე საათის წინ საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზინდენტის ვეტო დაძლია.

ამ ამბავს მსახიობი ასე ეხმიანება:

„დილისთვის, 11 საათზე ბევრი ხალხი იყო და იმედია, კიდევ უფრო მეტი მოვა, იმიტომ, რომ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს აქ ყოფნას, ყოველ დღე, პრინციპში. მართლა მთელი ღამე არ მძინებია, საერთოდ ვერ დავიძინე…

ხანდახან შეგრძნება მაქვს, რომ თითქის, მე უფრო მაწუხებს მათი მომავალი ბედი და დაღი ოჯახებზე, რომელსაც დაასვამენ საკუთარ თავებს, ვიდრე მათ თვითონ აწუხებთ მომავალი.

მართლა მხოლოდ წიგნებში მაქვს წაკითხული ასეთი ღალატი და საკუთარი ხალხის, ისტორიული მოვლენის მომსწრე გავხდი თავად მეც.“ – აღნიშნა ნანკა კალატოზიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.