,, მართლა კლინიკური გონებაჩლუნგი თუ არა ხარ ადამიანი, ამის მიხვედრას არაფერი არ უნდა” – დავით ზურაბიშვილი

ყოფილი პარლამენტარი, დავით ზურაბიშვილი:
,,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა გვჭრდებაო, ოცნებამ.
წამით თავი დავანებოთ იმას, თუ რატომ შეიძლება დაჭირდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას კონსტიტუციის ცვლილება და წმინდა თეორიულად დავუშვათ, რომ მართლა დაჭირდა. როგორ წარმოუდგენია ქოცს ან ქოცთან გათანაბრებულს: თუ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ავტონომიების ქართული სახელმწიფოს იურისდიქციაში შემოსვლა ყველა მხრივ გადაწყვეტილია და ამას ჭირდება მხოლოდ 113 ხმა პარლამენტში, ამის წინააღმდეგ წავა ვინმე ოპოზიციიდან?
არ დამიწყოთ ახლა “ნაცები ყველაფერს იკადრებენ” და მსგავსი იდიოტობები. პრინციპულად შეუძლებელია ქვეყანაში დადგეს ისეთი მოცემულობა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჩაიშალოს 113 ხმის უქონლობის გამო. “ფიზიკურად” შეუძლებელია ასეთი ვითარება დადგეს. მართლა კლინიკური გონებაჩლუნგი თუ არა ხარ ადამიანი, ამის მიხვედრას არაფერი არ უნდა.
ხოლო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას თუ აპირებთ იმ იმედით, რომ მერე ძია პუტინი გაგაერთიანებთ, ბარემ ასეც თქვით და რა პასუხსაც მიიღებთ ხალხისგან, იმასაც ნახავთ”

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია