ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მართებულია, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა უნდა გადაიხედოს

მართებულია, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა უნდა გადაიხედოს
ანალიტიკოსი გია აბაშიძე “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მდინარაძე აღნიშნავს, რომ “ვეთანხმები სენატორებს – უნდა გადაიხედოს საქართველო – ამერიკის ურთიერთობები. უნდა გაიხსნას უვიზო მიმოსვლა, უნდა გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, უნდა გვქონდეს პირდაპირი ფრენები. ამდენი ხანია სტრატეგიული პარტნიორები ვართ, ჩვენ ამას ვიმსახურებთ.
ასეთია ჩვენი თხოვნაც და მოთხოვნაც ჩვენი ამერიკელი მეგობრების მიმართ”. ანალიტიკოსის თქმით, მართებულია ის, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა უნდა გადაიხედოს – მათგან აშკარა ჩამორჩენაა ბევრ მნიშვნელოვან სფეროში და ბადებს არაერთ სამართლიან ეჭვს.
“მართებულია ის, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა უნდა გადაიხედოს – მათგან აშკარა ჩამორჩენაა ბევრ მნიშვნელოვან სფეროში და ბადებს არაერთ სამართლიან ეჭვს. და ეს რანაირი სტრატეგიული პარტნიორობაა? წლებია საქართველოს საზოგადოება ვერ ხედავს აშშ-თან ვერც თავისუფალ ვაჭრობას, ვერც პირდაპირ ფრენებს, ვერც უვიზო მიმოსვლას. სამაგიეროდ ხდება უსამშობლო და, უწინარესად, ამერიკისთვის ფუჭი “ნაცენჯეოების” პრივილეგირება”-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.