მარგინალურ ოპოზიციაში მარტივად იპოვით ხალხს, რომელიც ფარისევლურად პატივს მიაგებს პატრიარქს, მაგრამ მეუფე შიოს უშვერი სიტყვებით ლანძღავს

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „მარგინალურ ოპოზიციაში მარტივად იპოვით ხალხს, რომელიც ფარისევლურად პატივს მიაგებს პატრიარქს, მაგრამ მეუფე შიოს უშვერი სიტყვებით ლანძღავს.“ ქართველიშვილის შეფასებით, კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს ქართველთმოძულე პოლიტიკანების ფარისევლობა, რადგან შეუძლებელია გიყვარდეს ილია მეორე და გძულდეს მისი არჩევანი.
„მარგინალურ ოპოზიციაში მარტივად იპოვით ხალხს, რომელიც ფარისევლურად პატივს მიაგებს პატრიარქს, მაგრამ მეუფე შიოს უშვერი სიტყვებით ლანძღავს. ეგ როგორ გამოდის, ხომ ვერ ამიხსნით? როგორ თავსდება ერთმანეთთან, კარგი თქვა უწმინდესზე და მის არჩევანს ტალახი ესროლო? ცხადია, როგორც ზეთი და წყალი არ შეერევა ერთმანეთს, ისე ვერ აიხსნება გიყვარდეს ილია მეორე და გძულდეს მისი არჩევანი. აქ კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს ქართველთმოძულე პოლიტიკანების ფარისევლობა!“ – წერს ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა