ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარგველაშვილის ოქრო და ლიპარტელიანის ბრინჯაო - ევროპის ჩემპიონატის პირველი საშეჯიბრო დღე [VIDEO]

დღეს, 25 აპრილს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს, ტატამზე სამი ქართველი წარდგა.
-66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა ევროპის ჩემპიონობა კარიერაში მეორედ მოიპოვა. გამოცდილმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში ესპანელი ალბერტო გაიტერო დაამარცხა, ოქროს მედლისთვის ბრძოლაში კი თურქი მუჰამედ დემირელის აჯობა.
-57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ქართველმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში სერბი მარიცა პერიშიჩი დაამარცხა. სამწუხაროდ ეთერი ნახევარფინალში უკრაინელ დარია ბილოდიდთან დამარცხდა. ამავე წონაში ნინო გულბანი ესპანელ მარტა მარტინთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.