მარგარიტა სიმონიანი: ფაშინიანის ყველა მხარდამჭერს რუსეთში შემოსვლა უნდა აეკრძალოს

კრემლის პროპაგანდის გამავრცელებელი ტელეკომპანიის, RT-ს მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერები რუსეთის ფედერაციაში არ უნდა შეუშვან.
„ყველა სომეხს, რომლებიც მხარს უჭერენ ფაშინიანს, უნდა აეკრძალოს რუსეთის ფედერაციაში შემოსვლა. სამუდამოდ“, - განაცხადა მან „რასია 1-ის“ ეთერში.
„იმიტომ, რომ თუკი მხარს უჭერს ფაშინიანს, ეს ნიშნავს, რომ მხარს უჭერთ რუსოფობიას. თუ მხარს უჭერთ რუსოფობიას, ესე იგი, გძულთ რუსეთი. ესე იგი, დაგავიწყდათ გრიბოედოვი“, - განაცხადა მან.
„როგორც წმინდა სისხლის სომეხი, გამოვდივარ მოწოდებით, რომ ფაშინიანის მომხრეებს, - ანუ რუსეთის მოძულეებს, უმადურ ქმნილებებს, რომლებმაც მას ხმა მისცეს - სამუდამოდ აეკრძალოთ შემოსვლა ჩემს მშობლიურ ქვეყანაში, რუსეთში“, - თქვა მარგარიტა სიმონიანმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივნისი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.