მარგარიტა სიმონიანი ეხმაურება საქართველოში არჩევნების შედეგებს

„ქართველებმა გაიმარჯვეს. ყოჩაღ!“
22 საათისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 111 საარჩევნო უბნიდან 2 206-ის ელექტრონულად დათვლილი წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 52.99% დააგროვა.
არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ მინისტრიც. მან „ქართულ ოცნებას“ დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა.
აპარატების დათვლის გარდა, საარჩევნო უბნებში მიმდინარეობს ხმების ხელით გადათვლის პროცედურები. ასევე ბიულეტენებს დაითვლიან იმ საარჩევნო უბნებში, სადაც არჩევნები ტრადიციული წესით ჩატარდა.
3 111 საარჩევნო უბნიდან 2 263 უბანი მოდერნიზებულია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით.
ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ვახო სანაიაზე – ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, რასა იუკნევიჩიენესა და სხვა ევროპელი დეპუტატების განცხადებები კი საერთოდ არ არის საინტერესო