ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარატ კამბოლოვი - რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მეტი გვირაბია საჭირო

მარატ კამბოლოვი - რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მეტი გვირაბია საჭირო

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, მარატ კამბოლოვის განცხადებით, რუსეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ შორის კიდევ რამდენიმე მარშრუტის აშენებაა საჭირო, რომლებიც მათ პირდაპირ დააკავშირებს ერთმანეთთან.

„კიდევ ერთი გვირაბია საჭირო, კიდევ ერთი, კიდევ ერთი და კიდევ ერთი და ეს შესაძლებელია თანამედროვე ტექნოლოგიებით“, - განაცხადა კამბოლოვმა.

ცნობისთვის, ტრანსკავკასიური მაგისტრალი ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც როკის გვირაბზე გადის და რომელიც რუსეთს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან აკავშირებს. ეს გზა, ზვავის, ქვის ცვენის და უამინდობის გამო ხშირად იკეტება.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.