არქივი31 ოქტომბერი, 2025, 22:23
"მან გვთხოვა [რუსულ ნავთობზე აშშ-ს სანქციებისგან] შეღავათი, ჩვენ არ მივანიჭეთ"
!["მან გვთხოვა [რუსულ ნავთობზე აშშ-ს სანქციებისგან] შეღავათი, ჩვენ არ მივანიჭეთ"](/wp-content/uploads/2025/10/573340967_1266182335553801_3808221732038751154_n.jpg)
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტს უპასუხა, რომ უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა რუსულ ნავთობზე აშშ-ს სანქციებისგან შეღავათი სთხოვა, თუმცა თეთრ სახლს ის მისთვის არ მიუნიჭებია.
"მან გვთხოვა [რუსულ ნავთობზე აშშ-ს სანქციებისგან] შეღავათი, ჩვენ არ მივანიჭეთ, მაგრამ ითხოვა". - თქვა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი იმედოვნებდა, რომ აშშ-ს მიერ რუსულ ენერგეტიკულ კომპანიებზე დაწესებული სანქციების აღსრულების ვალდებულება უნგრეთზე არ გავრცელდებოდა. ორბანი ამის მიზეზად რუსულ ნავთობზე უნგრეთის დამოკიდებულებას ასახელებდა.
მანამდე, ორბანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ს მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები "შეცდომად" შეაფასა და თქვა, რომ ის აპირებს ტრამპთან ამ საკითხზე საუბარს.
შეგახსენებთ, რომ 22 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა და რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ორ უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიას, Lukoil-სა და Rosneft-ს სანქციები დაუწესა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.