არქივი25 ოქტომბერი, 2024, 12:10
მანჩინი საუდის არაბეთის ნაკრებს აღარ გაწვრთნის - იტალიელი სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს

ცნობილი იტალიელი სპეციალტი რობერტო მანჩინი საუდის არაბეთის ეროვნულ ნაკრებს აღარ გაწვრთნის, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაცია კონტრაქტის გაწყვეტისთვის, მანჩინის კომპენსაციის სახით 25 მილიონ ევროს გადაუხდის.
რობერტო საუდის არაბეთის ნაკრებს 2023 წლიდან წვრთნიდა, ნაკრებმა მისი ხელმძღვანელობით 20 მატჩი ჩაატარა, 8-ჯერ მოიგო, 5-ჯერ დამარცხდა, 7-ჯერ კი ფრედ ითამაშა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.