ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"მანჩესტერ იუნაიტედის“ ბოლო კომბინაცია ვან გაალის დროს ვნახე" - გარი ნევილმა ტენ ჰაგი გააკრიტიკა

"მანჩესტერ იუნაიტედის’ ყოფილმა მცველმა გარი ნევილმა "მანკუნიანელთა" შესახებ ისაუბრა და ერიკ ტენ ჰაგი გააკრიტიკა.
ნევილის თქმით, ნიდერლანდელი სპეციალისტი "იუნაიტედში" საკუთარი იდეების განხორციელებას ვერ ახერხებს.
"ბოლოს, როცა "იუნაიტედის" თამაშში კომბინაცია და ზუსტი პასების სერია ვნახე, ვან გაალის დროს იყო. ახლა კი უმეტესწილად ფეხბურთელი ბურთს უმისამართოდ იგერიებს.
ამით გაკვირვებული ვარ, რადგან ტენ ჰაგმა "აიაქსში" ფანტასტიკური გუნდი შექმნა, სამწუხაროდ ამას "იუნაიტედში" ვერ ვხედავ.
გუნდისგან უნდა დავინახოთ, რომ პროგრესის გზას ადგას, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადამჭრელი ზომების მიღება იქნება საჭირო", - განაცხადა ნევილმა.
შეგახსენებთ, "იუნაიტედი" პრემიერლიგის
სატურნირო ცხრილში 32 ქულით მე-7 ადგილზეა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.