არქივი2 ოქტომბერი, 2025, 14:39
მანჩესტერში სინაგოგასთან თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

მანჩესტერში სინაგოგასთან თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, მანჩესტერში მდებარე სინაგოგასთან ახლოს ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა და ერთი ადამიანი დანით დაჭრეს.
მანჩესტერის პოლიციის განცხადებით, სავარაუდო დამნაშავეს ოფიცრებმა ესროლეს.
„ამჟამად ადგილზე ექიმები იმყოფებიან. ოთხ მოქალაქეს როგორც ავტომობილის, ასევე ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებები აქვს“, - განაცხადეს პოლიციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.