მანდარინი 200%-მდე ფასნამატით იყიდება - რომელი ქვეყნებისგან ვყიდულობთ ციტრუსს
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 2 თვეში $2.3 მლნ-ის (3400 ტონამდე) მანდარინი შემოვიდა ქვეყანაში. 1კგ მანდარინის საშუალო ფასი - 0.67$ (1.8 ლარი) იყო. სუპერ-მარკეტებში მანდარინი 5 ლარიდან - 8 ლარამდე ღირს და მინიმუმ 200%-მდე ფასნამატით იყიდება.
მანდარინის ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია. თუმცა, მცირე რაოდენობით ციტრუსი შემოვიდა ეგვიპტიდანაც. საქსტატის მიხედვით, $2.7 მლნ-ის (3400 ტონამდე) მანდარინი შემოვიდა თურქეთიდან და 3000-მდე დოლარის (5.3 ტონა) ეგვიპტიდან.
რაც შეეხება 2022-2023 წლებს, გასულ წელს $6 მლნ-ის (10 000 ტონამდე) მანდარინი შემოვიდა ქვეყანაში; 2022-ში - $6.1 მლნ-ის (11 000 ტონამდე) მანდარინი.
რაც შეეხება მანდარინის საშუალო ფასს, 2022 წელს ტონა მანდარინის საიმპორტო ფასი $556-ი იყო, 2023-ში - $632. ამ მონაცემებით, 1კგ მანდარინის ფასი თითქმის 20%-მდეა გაზრდილი.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს მანდარინის შემომტანი ქვეყნები იყვნენ:
თურქეთი - $5.7 მლნ-ის 9043 ტონა;
ირანი - 227 000-ის დოლარის 406 ტონა;
ეგვიპტე - $32 000-ის 45 ტონა;
ნიდერლანდები - $1700-ის 1120 ტონა.
2022 წელსაც იგივე ქვეყნები იყვნენ მანდარინის იმპორტიორები:
თურქეთი - $6 მლნ-ის 11 000-მდე ტონა;
ირანი - $36 000-ის 66 ტონა;
ნიდერლანდები - $33 000-ის 22.5 ტონა.
ეგვიპტე - $21 000-ის 23 ტონა;
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.