ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მანანა რატიანი: თუ თქვენ შვილს ჯერ არ შეხებია კორუფციისა და გულგრილობის უხილავი ხელი, ეს აუცილებლად მოხდება. "დავალაგებთო" სამინისტროს ჩინოვნიკმა.

მანანა რატიანი: თუ თქვენ შვილს ჯერ არ შეხებია კორუფციისა და გულგრილობის უხილავი ხელი, ეს აუცილებლად მოხდება. "დავალაგებთო" სამინისტროს ჩინოვნიკმა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, განათლების ექსპერტი მანანა რატიანი: 
არ დაგავიწყდეთ, 3 დღის წინ 8 სკოლის მოსწავლეს უარი უთხრეს სკოლაში შეშვებაზე. წლებია ასობით სკოლის მოსწავლე გაჭიანურებული რეაბილიტაციის ან მშენებლობის დაუსრულებლობის გამო ცვლებში მოშორებულ სკოლებში არიან გადანაწილებულები, ან ონლაინ ფორმატში სწავლობენ.
თუ თქვენ შვილს ჯერ არ შეხებია კორუფციისა და გულგრილობის უხილავი ხელი, ეს აუცილებლად მოხდება. "დავალაგებთო" სამინისტროს ჩინოვნიკმა.
მე შეგახსენებთ, რომ მომავალ წელს, მე-12 კლასელებს წაართმევენ განათლების მიღების უფლებას, მე-11 კლასს კი რეპეტიტორიუმად აქცევენ. უნივერსიტეტებში კრიზისი ბევრად უფრო თვალსაჩინო გახდება, რაც ახალგაზრდებს არჩევანს კიდევ უფრო მეტად შეუზღუდავს.
დაველოდოთ, როდის "დაალაგებენ", თუ მოვითხოვოთ პასუხი აგონ ამ დეფორმის შემოქმედებმა?
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.