ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამუკელაშვილს "დენვერთან" მატჩში ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა [VIDEO]

ზედიზედ მე-2 მატჩია, მანამდე შეზღუდულად მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილს დრო მიეცა და ქართველი ფორვარდიც საკუთარ შესაძლებლობებს წარმოაჩენს. 2 დღის წინ "დენვერთან" შესრულებული ორმაგი დუბლის შემდეგ სანდროს იგივე შედეგის გამეორებამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა. ეს მოხდა დენვერში გამართულ შეხვედრაში, რომელიც "სან ანტონიომ" ბრძოლაში – 105:110 დათმო.
ქართველი ფორვარდი შეხვედრში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 24 წუთში 10 ქულას 9 მოხსნა და 1 პასი მიამატა. მის გუნდში საუკეთესო იყო ვიქტორ ვემბანიამა, რომელსაც ოთხმაგ დუბლამდე ძალიან ცოტა დააკლდა: 23 ქულა, 15 მოხსნა, 8 პასი, 9 დაფარება.
დენვერის შემადგენლობაში 42 ქულითა და 16 მოხსნით საუკეთესო იყო ნიკოლა იოკიჩი.
მომდევნო მატჩს "სან ანტონიო" 6 აპრილს, ნიუ ორლეანში, "პელიკანსთან" გამართავს.
GBF

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.