მამუკელაშვილის 11 წუთი - "სპურსმა" "ინდიანა" პარიზში დამაჯერებლად დაამარცხა [VIDEO]
![მამუკელაშვილის 11 წუთი - "სპურსმა" "ინდიანა" პარიზში დამაჯერებლად დაამარცხა [VIDEO]](/wp-content/uploads/2025/01/7e6a75a6b6a439b78eaf0dc5bb8ade0e-Us4muT.jpeg)
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის ეგიდით "სან ანტონიო სპურსსა" და "ინდიანა პეისერს" შორის პირველი მატჩი გაიმართა, "ტეხასელებმა" მეტოქე 140:110 დაამარცხა.
"სპურსის" რიგებში სანდრო მამუკელაშვილს თავის გამოჩენის საშუალება მიეცა, ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 11:17 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე "სან ანტონიოს" ლიდერი ვიქტრო ვემბანიამა გახდა, ფრანგმა ცენტრმა 32:25 წუთში 30 ქულა, 11 მოხსნა, 6 ასისტი, 1 ჩაჭრა და 5 დაფარება დააგროვა.
"ინდიანადან" ბენედიქტ მატურინმა
24:31 წუთში 24 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა.
"სპურსი" 20 მოგებითა და 22 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს, გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი 25 იანვარს, თბილისის დროით 21:00 საათზე, კვლავ პარიზში გაიმართება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.