მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი "გოლდენ სტეიტის" წინააღმდეგ [VIDEO]
სანდრო მამუკელაშვილმა ნბა-ში გამორჩეული მატჩი ჩაატარა. მისმა "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტს" უმასპინძლა, რომელშიც 113:117 დამარცხდა, ქართველი ფორვარდის ანგარიშზე კი ორმაგი დუბლი დაგროვდა.
წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, სანდრომ მნიშვნელოვანი სათამაშო დრო მიიღო. მამუკელაშვილმა მოედანზე 24:37 წუთი გაატარა, მის ანგარიშზე კი 10 ქულა, 11 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა. ქართველმა კალათბურთელმა თამაშიდან 6-ჯერ ისროლა, საიდანაც 4 სროლა ზუსტი იყო. მან ასევე 2-დან 2 ჯარიმა ჩააგდო.
"სან ანტონიოს" რიგებში 32 ქულით საუკეთესო ვიქტორ ვემბანიამა გახლდათ, ხოლო "გოლდენ სტეიტში" ყველაზე მეტი, 32 ქულა,
სტეფ კარიმ დააგროვა.
ამ მომენტისთვის "სან ანტონიოს" 75-დან მხოლოდ 18 გამარჯვება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.