ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამუკა ხაზარაძე - 16 დღეა შიმშილობს მზია ამაღლობელი - ყველა მოსალოდნელ მძიმე შედეგზე ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი იქნება პასუხისმგებელი!

მამუკა ხაზარაძე - 16 დღეა შიმშილობს მზია ამაღლობელი - ყველა მოსალოდნელ მძიმე შედეგზე ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი იქნება პასუხისმგებელი!

ყველა მოსალოდნელ მძიმე შედეგზე ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი იქნება პასუხისმგებელი! – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ჟურნალისტ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით წერს, რომელიც 16-ე დღეა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობს.
“16 დღეა შიმშილობს მზია ამაღლობელი - თავისუფლებისთვის მებრძოლი პატრიოტი ადამიანი, სიმართლის და პრინციპულობის განსახიერება, პროფესიონალი, რომელიც რეჟიმს და მის რუსულ პოლიტიკას არ ნებდება!
ჩემი დიდი პატივისცემა და მხარდაჭერა მას და რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარს.
ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი იქნება პასუხისმგებელი ყველა მოსალოდნელ მძიმე შედეგზე!“, - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.