ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამუკა ხაზარაძე - ჩვენ გვახსოვს აგვისტოს სისხლიანი 5 დღე - არასოდეს დავთმობთ და არასოდეს შევეგუებით რუსული რეჟიმის ბატონობას ამ ქვეყანაში! რუსეთის მსახური მთავრობა საქართველოში მალე დასრულდება!

ჩვენ გვახსოვს აგვისტოს სისხლიანი 5 დღე და გვახსოვს მტრის სახე, რომელიც დღეს კიდევ უფრო ახლოსაა! - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
ხაზარაძის თქმით, „რუსეთის მსახური მთავრობა საქართველოში მალე დასრულდება“.
„დღეს საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმესი თარიღია, 7 აგვისტო - დღე, როდესაც 16 წლის წინ, რუსეთმა მორიგ ჯერზე მთელი სისასტიკით შემოგვიტია, ასობით ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაგვაკარგვინა, ათობით ათასი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია, წაგვართვა ტერიტორიები და დღემდე ღია ჭრილობად გვრჩება.
ჩვენ გვახსოვს აგვისტოს სისხლიანი 5 დღე და გვახსოვს მტრის სახე, რომელიც დღეს კიდევ უფრო ახლოსაა!
არასოდეს დავთმობთ და არასოდეს შევეგუებით რუსული რეჟიმის ბატონობას ამ ქვეყანაში! რუსეთის მსახური მთავრობა საქართველოში მალე დასრულდება!
დიდება გმირებს და დიდება ძლიერ საქართველოს, რომელსაც ყველა ერთად ავაშენებთ!“, - წერს მამუკა ხაზარაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.