– ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მზია ამაღლობელის და პოლიტპატიმრების საქმემ მაქსიმალურად მაღალი საერთაშორისო რეზონანსი შეიძინოს და რაც შეიძლება მალე გავათავისუფლოთ რეჟიმის ტყვეები

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მზია ამაღლობელის და პოლიტპატიმრების საქმემ მაქსიმალურად მაღალი საერთაშორისო რეზონანსი შეიძინოს და რაც შეიძლება მალე გავათავისუფლოთ რეჟიმის ტყვეები, – ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი სოციალურ ქსელში წერს.
“მზია ამაღლობელს 50 წელი ციხის კედლებში უსრულდება. მინდა მას მხნეობა, ჯანმრთელობა და თავისუფლება ვუსურვო – ის, რაც რეჟიმმა მას უსამართლოდ აღუკვეთა.
დღეს “ბათუმელების” რედაქციაში ვიყავი, მზიას კოლეგებისთვის ჩემი თანადგომის გამოსახატად.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მზია ამაღლობელის და პოლიტპატიმრების საქმემ მაქსიმალურად მაღალი საერთაშორისო რეზონანსი შეიძინოს და რაც შეიძლება მალე გავათავისუფლოთ რეჟიმის ტყვეები.
თავისუფლება მზიას!
თავისუფლება პოლიტპატიმრებს!”, – წერს ხაზარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ