მამუკა ხაზარაძე - ყველას უნდა გავაგებინოთ, რომ არა მხოლოდ თბილისში და რუსთაველზე, არამედ ყველა ქალაქში წყდება საქართველოს ბედი!

ყველას უნდა გავაგებინოთ, რომ არა მხოლოდ თბილისში და რუსთაველზე, არამედ ყველა ქალაქში წყდება საქართველოს ბედი! - ამის შესახებ მიმართვას კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მამუკა ხაზარაძე დღეს ქუთაისში მიმდინარე აქციას შეუერთდა
“დღეს ქუთაისში მიმდინარე პროტესტს შევუერთდით! ათასობით ადამიანი დგას აქ უკვე ერთი კვირაა და თავისუფლებისთვის იბრძვის. მათთვის ეს ეგზისტენციალური საკითხია - საკუთარი თავისუფლების გარდა მათ ქვეყნის თავისუფლება აინტერესებთ.
ყველას უნდა გავაგებინოთ, რომ არა მხოლოდ თბილისში და რუსთაველზე, არამედ ყველა ქალაქში წყდება საქართველოს ბედი!
ვერ შეათრევენ ამ ქვეყანას უკან რუსეთში, რადგან აქ ცხოვრობენ პატრიოტი, თავისუფლებისმოყვარე ადამიანები, რომლებსაც აქვთ ღირსება!”, - წერს მამუკა ხაზარაძე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.