ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამუკა ხაზარაძე ფერმერებს შეხვდა და ლამისყანური ხახვიც მოინახულა

“ლელო”-ს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ქართველ ფერმერებს შეხვდა და მათი მოყვანილი, ეკოლოგიურად სუფთა ხახვი მოინახულა. ასევე გაეცნო მათ პრობლემებს და გამოწვევებს.
“ლამისყანაში რამდენიმე ფერმერს ვესტუმრე. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მოჰყავთ. ბევრი პრობლემა აქვთ – ტექნიკა, მელიორაცია, დისტრიბუციის სტაბილური ჯაჭვი,ხშირ შემთხვევაში, კონკურენტი – უხარისხო, იმპორტული პროდუქცია.
ასევე დიდი პრობლემაა ინფორმაციის და პროფესიული გადამზადების არ არსებობა, სოფლის მეურნეობა საქართველოში ბიზნესი არ არის, აქ ადამიანები წვალობენ, შრომობენ და ხელშესახები შედეგი ნაკლებად არის.
სრულიად ახალი სოფლის მეურნეობის პოლიტიკაა გასატარებელი, რომელიც ჩვენ, “ლელოს” გაგვაჩნია. “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ქვეყანა გადააქცია მომხმარებელ ერად, ეს უნდა შეიცვალოს.”- ამბობს ხაზარაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.