ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამუკა ხაზარაძე: რუსული და ბელარუსული სცენარი - თავისუფალი ადამიანების "ჩეკისტური" დევნა, სახლებში შევარდნა და ტერორი საქართველოში არ და ვერ იმუშავებს!

მამუკა ხაზარაძე: რუსული და ბელარუსული სცენარი - თავისუფალი ადამიანების "ჩეკისტური" დევნა, სახლებში შევარდნა და ტერორი საქართველოში არ და ვერ იმუშავებს!
"ბიძინა და მისი რუსული რეჟიმი აგონიაშია! რუსული და ბელარუსული სცენარი - თავისუფალი ადამიანების "ჩეკისტური" დევნა, სახლებში შევარდნა და ტერორი საქართველოში არ და ვერ იმუშავებს!
ქართველი ხალხის სწრაფვას და ბრძოლას თავისუფლებისათვის ვერ გააჩერებს და ვერ დაიმორჩილებს!
მალე დადგება ამ რეჟიმის გასამართლების დრო - რეჟიმის, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება, უღალატა ქართველი ხალხის არჩევანს, ქვეყანა მოაქცია სრულ იზოლაციაში, დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია.
ბრძოლა იქნება ბოლომდე!
ყველა, ვინც ამ რეჟიმს ამაგრებს და ანტისახელმწიფოებრივ საქმეს სჩადის, უმკაცრესი პასუხი მოეთხოვება!
მოღალატე, რუსული რეჟიმი მალე დასრულდება!
სიმტკიცით და ერთობით გავიმარჯვებთ!" - წერს სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძე.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.