: როცა მეგობარს, სტუმრად ჩამოსულ კაცს შეურაცხყოფას აყენებ, ეს არც ქართულია და არც კაცური

“ქართულმა ოცნებამ” ჩვენი მთავარი ტრადიცია სტუმარ-მასპინძლობის ფეხქვეშ გათელა – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ხაზარაძე ივანიშვილის გუნდის გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს, რომლის მიხედვითაც მმართველმა პარტიამ 8 ქვეყნის წარმომადგენლებს დემარში გამოუცხადა.

გარდა ამისა, ოპოზიციის ლიდერმა ცესკოს თავმჯდომარეს “ხმების ქურდი” უწოდა.

ევროკავშირის 8 ქვეყნის წარმომადგენლები დღეს ჩამოვიდნენ ევროკავშირიდან და “ოცნების” სამარცხვინო ხალხმა არ მიიღო შეხვედრაზე. შეურაცხყოფას რომ აყენებ შენ მეგობარს და სტუმრად ჩამოსულ კაცს, ეს უკვე არც ქართულია და არც კაცური. ეს არის სამარცხვინო ხალხი. მე პირადად ვუხდი ევროკავშირის დელეგაციას ბოდიშს. ჩვენ ვიცით სტუმრის ფასი. დღეს საქართველო გზაგასაყარზე დგას და ვინც დღეს ამ გაჭირვების დროს ჩვენ გვერდით დგას, ყველას მივესალმოთ”, – ამბობს .

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას