ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამუკა ხაზარაძე - რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო სალომე ზურაბიშვილს, ჩვენ მას მხარს დავუჭერდით - გულწრფელად მივესალმები პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, ეს ძალიან სწორი ნაბიჯი იყო!

მამუკა ხაზარაძე - რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო სალომე ზურაბიშვილს, ჩვენ მას მხარს დავუჭერდით - გულწრფელად მივესალმები პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, ეს ძალიან სწორი ნაბიჯი იყო!

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას მიესალმება.
როგორც მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, „პრეზიდენტის ლეგიტიმაციის ძალა არის ხალხი! ლეგიტიმური პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან!“
„რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო სალომე ზურაბიშვილს, ჩვენ მას მხარს დავუჭერდით.
მე გულწრფელად მივესალმები პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, ეს ძალიან სწორი ნაბიჯი იყო!
რუსი ოლიგარქის კარზე მიმდინარე სამარცხვინო პაროდიის ფონზე, დღეს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა თავისუფალი, ქართველი ხალხის უპირატესობა!
ბრძოლა გრძელდება! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, ერთად დავასრულებთ ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას! ჩვენ ერთად დავასრულებთ კრიზისს ჩვენს ქვეყანაში და წავიყვანთ საქართველოს ევროპაში!“ - წერს მამუკა ხაზარაძე.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის ორბელიანების სასახლეს დატოვებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.