– პრეზიდენტის შემოთავაზებული კონცეფცია, ერთადერთი სწორი გზაა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად – “ქართულ ოცნებასაც” კი აძლევს საშუალებას და ბოლო შანსს, სწორი ნაბიჯი გადადგას – ჩვენ მხარს ვუჭერთ

პრეზიდენტის შემოთავაზებული კონცეფცია, ერთადერთი სწორი გზაა ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად, რომელიც ითვალისწინებს ლეგიტიმაციისა და კონსტიტუციური ფუნდამენტის შენარჩუნებას, რომელიც “ქართულ ოცნებასაც” კი აძლევს საშუალებას და ბოლო შანსს, სწორი ნაბიჯი გადადგას , – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ძლიერი საქართველო“ მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის ამ ინიციატივას.
აქვე, დღეს ჩვენ საზოგადოებას შევთავაზეთ საერთო ოპოზიციური საკოორდინაციო და გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს შექმნის ინიციატივა (სახალხო პარლამენტი), რომელიც ახალ არჩევნებამდე მისასვლელ პროცესს კიდევ უფრო გაამარტივებს და კოორდინირებულს გახდის, როგორც შიდა კომუნიკაციაში, ასევე, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის კუთხით”, – წერს ოპოზიციონერი ლიდერი.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ