: მივმართავ საქართველოს ჯარს

ნებისმიერი ინაუგურაცია, რომელსაც ეს არალეგიტიმური ხელისუფლება ჩაატარებს იქნება არალეგიტიმური, არასამართლიანი – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ოპოზიციის ლიდერმა შეიარაღებულ ძალებს მიმართა.

მივმართავ საქართველოს ჯარს, არის მთავარსარდალი და ერთადერთი ლეგიტიმური მთავარსარდალი ქვეყანაში.

ნებისმიერი ინაუგურაცია, რომელსაც ეს არალეგიტიმური ხელისუფლება ჩაატარებს იქნება არალეგიტიმური, არართლებრივი. ახალ ე.წ. პრეზიდენტს ვერანაირად უნდა დაემორჩილოს ქართული ჯარი. ქართულმა ჯარმა უარი უნდა განაცხადოს ამ ინაუგურაციაში მონაწილეობაზე. იქ ღირსეული ხალხია, აღჭურვილი არიან ჩვენი დასავლური ქვეყნების მიერ. ქართულმა ჯარმა არ უნდა დაუჭიროს არალეგიტიმურ პროცეს. ეს იქნება ანწუხელიძის ღალატი და იმ ადამიანების ღალატი ვინც სიცოცხლე შესწირეს ჩვენი ქვეყნის მომავალს. აქ არც აჯანყებისკენ მოწოდებაა არც რევოლუციისკენ ეს არის მუნდირის ღირსების ამბავი. ეს შეძახილი, რომ “ვემსახურებით საქართველოს” არ უნდა გაუკეთონ იმ არალეგიტიმურ პროცესს, რომელმაც შეიძლება უფსკრულში გადაიყოლოს ჩვენი ქვეყანა, ამიტომ ჯარზე ბევრია დამოკიდებული”, – ამბობს .

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…

კახა ჯაფარიძე: ოჯახის შექმნას და ბავშვის ყოლას ახალისებს სტაბილური შემოსავალი, როცა იცი, რომ ხვალ სამსახურიდან უმიზეზოდ არ გაგაგდებენ. ასევე ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და არა 30-წლიანი იპოთეკა დოლარში