ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამუკა ხაზარაძე - მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის და გვერდზე გადავდოთ ყველა პიროვნული საკითხი - თუ იქნება გადაწყვეტილება გახარიასთან მოლაპარაკების შედეგების შესახებ, დაუყოვნებლივ ვაცნობებთ პრეზიდენტს

მამუკა ხაზარაძე - მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის და გვერდზე გადავდოთ ყველა პიროვნული საკითხი - თუ იქნება გადაწყვეტილება გახარიასთან მოლაპარაკების შედეგების შესახებ, დაუყოვნებლივ ვაცნობებთ პრეზიდენტს

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიესალმება პრეზიდნეტის ძალისმხევას საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდასაჭერად.
ხაზარაძის თქმით, "ძლიერი საქართველო" მზად არის ყველაფერი გააკეთოს ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის და გვერდზე გადადოს პიროვნული საკითხები.
როგორც ხაზარაძე წერს, როცა იქნება რაიმე ტიპის გადაწყვეტილება გიორგი გახარიასთან მოლაპარაკების შედეგების შესახებ, ისინი დაუყოვნებლივ აცნობებენ ამას საქართველოს პრეზიდენტს.
„მე მივესალმები პრეზიდენტის ძალისხმევას საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდასაჭერად და მისი მხრიდან, ამ საქმეში "ძლიერი საქართველოს" როლისა და მნიშვნელობის ხაზგასმას.
როგორც უკვე განვაცხადე, ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის და ამისთვის გვერდზე გადავდოთ ყველა პიროვნული საკითხი. ჩვენი გაერთიანება „ძლიერი საქართველო" ამის დასტურია.
დღეს დილით მე გამოვთქვი მზადყოფნა ვისაუბრო გიორგი გახახრიასთან ამ თემაზე, თუ ეს ქვეყანას გამარჯვებას მოუტანს.
თუ, და როცა იქნება რაიმე ტიპის გადაწყვეტილება ამ მოლაპარაკების შედეგების შესახებ, ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ ამას საქართველოს პრეზიდენტს”, - წერს ხაზარაზე სოიალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.