– მაგისტრატ მოსამართლეს მოვუყვები იმას, რაც თვითონაც ძალიან კარგად იციან: როგორ გაყალბდა საქართველოში , როგორ მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა „კლანმა“

კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ლიდერი, საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვაზე მივიდა.
ხაზარაძის თქმით, ის აუცილებლად მოუყვება სასამართლოს იმას, რაც თვითონაც კარგად იციან – „როგორ გაყალბდა საქართველოში , როგორ მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა „კლანმა“არჩევნები“.
„ჩემი სასამართლოში ყოფნა კი არ არის მნიშვნელოვანი, ამ სიყალბეში რომ მაღებინებენ მონაწილეობას, ეს არის ამ ქვეყნის პრობლემა, რადგან ეს არც სასამართლოა და არც პროკურატურა გვყავს, რომელიც ობიექტურია. 3 წელი გავატარე ამ სივრცეში ყალბი ბრალდებებით და ბოლოს ისეთი რაღაც „გამოცხვეს“, რაზეც საერთოდ არ გვიმსჯელია…
მე კანონმორჩილი ვარ, რადგან დამიბარეს სასამართლოში მაგისტრატ მოსამართლესთან, მე გამოვცხადდი. აუცილებლად მოვუყვები იმას, რაც თვითონაც ძალიან კარგად იციან: როგორ გაყალბდა საქართველოში არჩევნები, როგორ მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა „კლანმა“არჩევნები, იმ ადამიანების მონაწილეობით, რომლებსაც ჩვენ ვუხდით ხელფასს. სანამ ქართველი ხალხი არ მიხვდება, რომ საჯარო სექტორი, მოსამართლეები, პროკურორები ჩვენ უნდა გვემსახურებოდნენ, რადგან ჩვენ ვუხდით მათ ხელფასს, ეს ქვეყანა ვერ განვითარდება“,- გამაცხადა ხაზარაძემ „ტვ პირველთან“.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – გვექნება შეჯიბრი არა ასაკით, არამედ საქმით! – პარტიაში იყო „საბოტაჟნიკების“ ჯგუფი, რომელმაც შემდეგ პოლიტიკური ძალა საბანკო ოლიგარქიასთან ერთად შექმნა, ახლა ინსტრუმენტებს კეთილსინდისიერ ადამიანებს მივცემთ!

ზურაბ ჯაფარიძე – ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო „ოცნებას“, აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ – როგორც ადვოკატები მეუბნებიან, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე განაჩენი მალე დადგება, აგვისტოს არ გადასცდება