მამუკა ხაზარაძე – იმ სისასტიკის ჩამდენები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ თითქმის ყოველ ღამე, აუცილებლად, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან! სანამ დროა, დადექით ხალხის მხარეს!

იმ სისასტიკის ჩამდენები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ თითქმის ყოველ ღამე, აუცილებლად, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან! სანამ დროა, დადექით ხალხის მხარეს! – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პროტესტი ქვეყნის მომავლისთვის და თავისუფლებისთვისაა და არა იმისთვის, რომ ქვეყანა რუსეთად გაფორმდეს.
„ეს პროტესტი არის ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, თავისუფლებისთვის და არა იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გაფორმდეს რუსეთად. ეს არ გამოუვა ბიძინას! ვიქნებით იქ, სადაც პროტესტია. არავის დავაჩაგვრინებთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გულწრფელად იბრძვიან თავიანთი მომავლისთვის“,- განაცხადა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – იმის არაღიარება, რომ პირდაპირი კორელაციაა კეთილდღეობის ზრდასა და დემოგრაფიული გამოწვევების ზრდას შორის, იგივეა, რომ მეცნიერება არ ვაღიაროთ და ვთქვათ, რომ დედამიწა ბრტყელია