მამუკა ხაზარაძე – ივანიშვილის მონებმა კიდევ ერთხელ მიიტანეს იერიში პოლიტიკოსებზე, თაზო დათუნაშვილი ნაცემია სასამართლო დარბაზში და იქვე ბანდიტურად დაკავებული – არ შეგრჩებათ

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პარტიის ერთ-ერთი წევრი, თაზო დათუნაშვილი სასამართლო დარბაზში სცემს.
“ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის თქმით, თაზო დათუნაშვილი სასამართლოში ჰყავთ დაკავებული.
„ივანიშვილის მონებმა კიდევ ერთხელ მიიტანეს იერიში პოლიტიკოსებზე. თაზო დათუნაშვილი ნაცემია სასამართლო დარბაზში და იქვე ბანდიტურად დაკავებული!
არ შეგრჩებათ! მწარედ მოიმკით დღევანდელ დღეს!“,- წერს ხაზარაძე „ფეისბუქზე“.
ინფორმაციისათვის, საქალაქო სასამართლოს ეზოში, “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი, ლიდერი თაზო დათუნაშვილი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დათუნაშვილი გინების გამოა დაკავებული.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ