ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამუკა ხაზარაძე - ვალდებული ვართ, დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი! ვალდებული ვართ არ დავუთმოთ ეს ქვეყანა რუსეთს!

მამუკა ხაზარაძე - ვალდებული ვართ, დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი! ვალდებული ვართ არ დავუთმოთ ეს ქვეყანა რუსეთს!

9 აპრილია დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში! თარიღი ორმაგი განცდის - გლოვისა და გამარჯვების - ამიტომაც ვალდებული ვართ, დავიცვათ მათი მონაპოვარი! ვალდებული ვართ არ დავუთმოთ ეს ქვეყანა რუსეთს! ვალდებული ვართ, ვიბრძოლოთ ბოლომდე - გამარჯვებამდე, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, 9 აპრილია ქართული სახელმწიფოს დაბადების ათვლის წერტილი, რომელსაც 21-მა გმირმა საკუთარი სიცოცხლე შესწირა და ამით ჩვენ დამოუკიდებლობა მოგვიტანა.
„9 აპრილია დღეს… ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში! თარიღი ორმაგი განცდის - გლოვისა და გამარჯვების!
9 აპრილია ქართული სახელმწიფოს დაბადების ათვლის წერტილი, რომელსაც 21-მა გმირმა საკუთარი სიცოცხლე შესწირა და ამით ჩვენ დამოუკიდებლობა მოგვიტანა.
36 წელია ამ სახელებს და გვარებს ვიმეორებთ ტკივილიანი სიამაყით, რადგან ყოველ მომდევნო თაობას დიდ ტრავმასთან ერთად, მათ დაუტოვეს ისტორიული მეხსიერება, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა არის უწყვეტი პროცესი და რომ ეს საქართველოს თითოეული მოქალაქის უპირველესი ვალდებულებაა.
აი, ამიტომაც ვალდებული ვართ დავიცვათ მათი მონაპოვარი!
ვალდებული ვართ არ დავუთმოთ ეს ქვეყანა რუსეთს!
ვალდებული ვართ ვიბრძოლოთ ბოლომდე - გამარჯვებამდე“, - წერს ხაზარაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.