ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამუკა ხაზარაძე - ემიგრაცია აცნობიერებს, რომ ეს არის ბოლო შანსი საქართველოს დასაბრუნებლად და ისინი მზად არიან ჩვენთან ერთად ბრძოლისთვის

ემიგრაცია აცნობიერებს, რომ ეს არის ბოლო შანსი საქართველოს დასაბრუნებლად და ისინი მზად არიან ჩვენთან ერთად ბრძოლისთვის, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს, შეხვედრა გვქონდა ქართველ ემიგრანტებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
საკმაოდ ხანგრძლივი და ემოციური შეხვედრა შედგა. ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულ არჩევანსა და ემიგრაციის როლზე ოქტომბრის არჩევნებში. დავსახეთ კონკრეტული გეგმა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების პრობლემის გადასაჭრელად.
ემიგრაცია აცნობიერებს, რომ ეს არის ბოლო შანსი საქართველოს დასაბრუნებლად და ისინი მზად არიან ჩვენთან ერთად ბრძოლისთვის.
მადლობა მათ ნდობისთვის და სამშობლოს სამსახურისთვის“, - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.