ელენე ხოშტარიას – მზად ვარ შეხვედრისა და დიალოგისთვის, საუბარი უნდა შედგეს პრეზიდენტის პლატფორმაზე ოთხივე ბარიერგადალახული კოალიციის მონაწილეობით

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერი ოპოზიციურ ძალებთან დიალოგისთვის მზაობას გამოთქვამს.
კერძოდ, ხაზარაძის კომენტარი მოჰყვა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას წინადადებას თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით პირდაპირ ეთერში დისკუსიის თაობაზე.
ხაზარაძე აცხადებს, რომ საუბარი უნდა შედგეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პლატფორმაზე – ოთხივე ბარიერგადალახული კოალიციის მონაწილეობით.
„მზად ვარ შეხვედრისთვის და დიალოგისთვის, როგორც ყოველთვის. ეს საუბარი უნდა შედგეს პრეზიდენტის პლატფორმაზე, ოთხივე ბარიერგადალახული კოალიციის მონაწილეობით”, – წერს ხაზარაძე ელენე ხოშტარიას “ფეისბუქ” პოსტზე.
შეგახსენებთ, “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მზად არის პირდაპირ ეთერში დაასაბუთოს, რატომ აზიანებს „რუსულ რეჟიმთან“ ბრძოლის პროცესს, თვითმმართველობის არჩევნებზე გასვლა.
“რადგან დისკუსია გახსნილია, დიდი პატივისცემით და პარტნიორული სულისკვეთებით გთავაზობთ, დავსხდეთ, ვიმსჯელოთ პირდაპირ ეთერში, რომელშიც გინდათ, როცა გინდათ”, – დაწერა ხოშტარიამ “ფეისბუქზე”.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ