არქივი30 აპრილი, 2024, 01:16
მამუკა ხაზარაძე: დღეს ბიძინა ივანიშვილის მთავარი გზავნილი იყო - არა განვითარებას, არა მომავალს, არა ევროპას - კი რუსეთს და მის პერსონალურ პუტინიზაციას
"ბიძინა ივანიშვილმა დღეს ღიად აღიარა, რომ ის ემსახურება რუსეთს და მისი პარტიისთვის ევროკავშირი არის “გლობალური ომის პარტია.” ამით გაიმეორა პუტინის "რაშისტული" ნარატივი.
დღეს ბიძინა ივანიშვილის მთავარი გზავნილი იყო - არა განვითარებას, არა მომავალს, არა ევროპას - კი რუსეთს და მის პერსონალურ პუტინიზაციას.
ბიძინა, შენი რუსული ოცნება საქართველოში ვერასდროს ახდება. არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში
" - წერს სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძე.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.