მამუკა ხაზარაძე: განცხადება, რომლითაც აპარატის 37-მა თანამშრომელმა პარლამენტის უფლებამოსილად ცნობა გააპროტესტა, არის ღირსეული საქციელი საჯარო მოხელის მხრიდან და აჩვენებს, რომ …

“პრეცედენტები ქმნიან ისეთ მოვლენებს, რომლებიც ცვლიან დიდ სურათს – როდესაც ვამბობ, რომ პროტესტი ყველგან უნდა ისმოდეს, სწორედ იმას ვგულისხმობ, რაც დღეს სახალხო დამცველის აპარატში მოხდა!
განცხადება, რომლითაც აპარატის 37-მა თანამშრომელმა პარლამენტის უფლებამოსილად ცნობა გააპროტესტა, არის ღირსეული საქციელი საჯარო მოხელის მხრიდან და აჩვენებს, რომ პროფესიული სტანდარტის არსებობას სახელმწიფო ინსტიტუციაში დიდი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული განვითარებისთვის, მით უფრო ახლა, როდესაც რუსი ოლიგარქის მიერ, კონსტიტუციის სრული უგულვებელყოფით ინსტიტუციების მიტაცება მიმდინარეობს.
ამიტომ, დასაფასებელი და იმედის მომცემია ეს ფაქტი!” – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ვახო სანაიაზე – ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, რასა იუკნევიჩიენესა და სხვა ევროპელი დეპუტატების განცხადებები კი საერთოდ არ არის საინტერესო