ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამუკა ჩარკვიანი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

მამუკა ჩარკვიანი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

მამუკა ჩარკვიანი უკანასკნელ გზაზე გააცილეს. მუსიკოსი და კომპოზიტორი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. იქამდე კი ქაშვეთის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი გუნდის ლიდერები იმყოფებოდნენ.
ქართველი მუსიკოსი და კომპოზიტორი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 1995 წლიდან აქტიურად გამოჩნდა მუსიკალურ სცენაზე.
მომღერალს გამოცემული აქვს რამდენიმე ალბომი და მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. 2014 წელს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მამუკა ჩარკვიანის ვარსკვლავი. 2023 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.