მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს მომდევნო კვირაში დაარეგისტრირებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს მომდევნო კვირაში დაარეგისტრირებს.
როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კანონპროექტი კვირის ბოლომდე მზად იქნება.
„ორი კვირა ველოდეთ, ერთი სიტყვა არ თქვეს ამასთან დაკავშირებით და ვინც თქვა, ის პრაქტიკულად, ლგბტ პროპაგანდის მხარეს დადგა. მათ არ შეუძლიათ უფლებებისა და პროპაგანდის ერთმანეთისგან გამიჯვნა. როგორც ჩვენ ვთქვით, კვირის ბოლომდე კანონპროექტი მზად იქნება, ამის შემდეგ ამას ჩვენ დავაინიცირებთ. კვირის ბოლომდე ნამდვილად მზად იქნება, მაქსიმუმ მომდევნო კვირის პირველივე დღეს დავარეგისტრირებთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!